დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ გრენლანდიის შესახებ შეთანხმება გაურკვევლობას დაასრულებს
დანია მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ „სავალდებულო“ შეთანხმებას, რომელიც ვაშინგტონს გრენლანდიის უსაფრთხოებაზე „მუდმივ კონტროლს“ მიანიჭებს და რუსულ და ჩინურ ბაზებს არქტიკულ ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი აცხადებს, რომ შეთანხმების ხელმოწერის გამო „მომავალი კვირა შეიძლება კარგი კვირა იყოს“.
დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებების განცხადებით, ხელმოწერა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.
„იმედია, გაურკვევლობის ხანგრძლივ პერიოდს ჩაანაცვლებს სავალდებულო შეთანხმება, რომელიც გააძლიერებს უსაფრთხოებას არქტიკასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.
მისი თქმით, შეთანხმება, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, დანიის მიერ განსაზღვრულ „წითელ ხაზებს“ პატივს სცემს, მნიშვნელოვანია შეცვლილი უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით.
შეთანხმების პირობები გაურკვეველია, ხოლო დანია აცხადებს, რომ მისი სუვერენიტეტი უცვლელი რჩება.
შეგახსენებთ, აშშ-მა და დანიამ განაცხადეს, რომ გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.