დავით მათიკაშვილი ოპოზიციონერებზე: მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნატა ფერაძის წინააღმდეგ Facebook პოსტის გამო ბერლინში სისხლის სამართლის საქმის დაწყებას გამოეხმაურა.
როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი აღნიშნავს, მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი.
„რადიკალებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, სად იმყოფებიან, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. მათთვის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, სიძულვილის ენა, ლექსიკა, რომელიც არ შეესაბამება ადამიანების ნორმალურ ურთიერთობას, არის სრულიად მისაღები გერმანიაშიც, მათ შორის. ასევე, ერთი ოპოზიციონერი მეორეს მიმართ - ნატა ფერაძე რაღაც შეურაცხმყოფელ განცხადებას აქვეყნებს, ის მერე პასუხობს და უჩივის.
მოკლედ, ამ კონკრეტული ფაქტითაც აბსოლუტურად ბოლომდე გაიშიფრნენ რადიკალები და მათი რეალური სახე არ აინტერესებს კანონს, არ აინტერესებთ ქვეყანა, სად არიან, არ აინტერესებთ საკანონმდებლო სივრცეები, მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი“, - აღნიშნავს დავით მათიკაშვილი.