Axios: უკრაინა და აშშ სამშვიდობო გეგმის უმეტეს პუნქტზე შეთანხმდნენ, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე
უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ სამშვიდობო გეგმის უმეტეს პუნქტზე, მათ შორის კიევისთვის ვაშინგტონისა და ევროპის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებზე. ამის შესახებ სააგენტო Axios-ი წერს.
ორივე ქვეყნის ოფიციალური პირების თქმით, გეგმის უმეტესი პუნქტი აშშ-სა და უკრაინას შორის შეთანხმებული იყო, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც კიევი აშშ-ისა და ევროპისგან მიიღებს.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, რატიფიკაციისთვის სენატს წარუდგინოს ნატოს წესდების მე-5 მუხლის საფუძველზე შემუშავებული უსაფრთხოების გარანტიები.
ამავდროულად, მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს რუსეთის მოთხოვნა, გააკონტროლოს მთელი დონბასი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 28 დეკემბერს ფლორიდაში ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს შეხვდება. მოლაპარაკებებს ევროპელი პარტნიორები ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან.