ზელენსკი 28 დეკემბერს ფლორიდაში ტრამპს შეხვდება - მოლაპარაკებებს ევროპელი პარტნიორები ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 დეკემბერს ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ევროპელი პარტნიორები მოლაპარაკებებს ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის ევროპელ პარტნიორებთან მუდმივ კონტაქტზე იქნება.
„ჩვენ გვსურს, რომ ევროპელები იქ იყვნენ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ახლა [შეხვედრაზე დასასწრებად] ყველანი 24 საათში შევიკრიბებით. სულ მცირე, ჩვენ ონლაინ ჩავერთვებით და ჩვენი პარტნიორები კონტაქტზე იქნებიან“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, პრეზიდენტის თქმით, თუ ვსაუბრობთ მთლიან სამშვიდობო პროცესზე, მაშინ აუცილებელია უახლოეს მომავალში ისეთი ფორმატის პოვნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ უკრაინა და შეერთებული შტატები, არამედ ევროპაც.