Loading data...
პაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის დროებით, 48-საათიან შეწყვეტაზე შეთანხმდნენ - Reuters

ისლამაბადის განცხადებით, პაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის დროებით, 48-საათიან შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„პაკისტანი და ავღანეთი გულწრფელ ძალისხმევას გამოიჩენენ, რათა დიალოგის გზით იპოვონ რთული, მაგრამ მოგვარებადი საკითხის პოზიტიური გადაწყვეტა“, - აღნიშნულია პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ქვეყნებს შორის კონფლიქტი 11 ოქტომბრის ღამეს გამწვავდა, როდესაც პაკისტანმა განაცხადა, რომ დაარღვია ავღანეთის საჰაერო სივრცე და მის საზღვართან ახლოს მდებარე ობიექტი დაბომბა. 

ამასთან ერთად, ისლამაბადი ქაბულს ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებდა, რასაც „თალიბანის“ მთავრობა უარყოფდა.