ავღანეთსა და პაკისტანს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო - BBC

„თალიბანის“ მთავრობა ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარე რამდენიმე მთიან რეგიონში პაკისტანის ჯარებს თავს დაესხა, რასაც „საპასუხო ოპერაცია“ უწოდა. დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც წუხელ, 11 ოქტომბრის ღამეს პაკისტანმა განაცხადა, რომ დაარღვია ავღანეთის საჰაერო სივრცე და მის საზღვარზე ბაზარი დაბომბა.
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოჰსინ ნაკვის თქმით, ავღანეთის თავდასხმები „არაპროვოცირებული“ იყო და მათ მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს ცეცხლი. ნაკვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პაკისტანი „თითოეული აგურისთვის ქვით უპასუხებს“.
ამასთან ერთად, ისლამაბადი ქაბულს ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს, რასაც „თალიბანის“ მთავრობა უარყოფს.
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი „მკაცრად გმობს“ „თალიბანის“ თავდასხმებს და ამბობს, რომ „ავღანეთის ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა საერთაშორისო კანონმდებლობის აშკარა დარღვევაა“.
„ავღანეთი ცეცხლისა და სისხლის თამაშს თამაშობს“, - წერს ნაკვი სოციალურ ქსელ X-ზე.