Loading data...
ავღანეთსა და პაკისტანს შორის სასაზღვრო შეიარაღებული დაპირისპირება დასრულდა

კატარის და საუდის არაბეთის შუამავლობით, ავღანეთს და პაკისტანს შორის სასაზღვრო შეიარაღებული დაპირისპირება დასრულდა.

„თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კატარისა და საუდის არაბეთის მოთხოვნით ავღანეთმა შეწყვიტა თავდასხმები. სპარსეთის ყურის ორმა არაბულმა ქვეყანამ შეტაკებებთან დაკავშირებით შეშფოთების განცხადებები გაავრცელა.

11 ოქტომბერს გვიან ღამით, ავღანეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებს.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ეს კვირის დასაწყისში ავღანეთში პაკისტანის საჰაერო დარტყმების საპასუხოდ მოხდა. ქაბულმა განაცხადა, რომ 58 პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლა. თავის მხრივ პაკისტანში აცხადებენ, რომ 200-ზე მეტი ავღანელი მებრძოლი მოკლეს.

„ავღანეთის მეგობრებმა, კატარმა და საუდის არაბეთმა აღნიშნეს, რომ ომი უნდა შეწყდეს, ამიტომ ომი ჩვენი მხრიდან შეწყდა და სიტუაცია ახლა კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ კარგი ურთიერთობები გვინდა. ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს შაბათს ღამით ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს. და ცხადია, ჩვენ ფრთხილად ვართ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს. ომი პაკისტანის ტერიტორიაზე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა, ამიტომ მათ თავად უნდა აკონტროლონ ეს მებრძოლები. ჩვენ მოვახერხეთ ავღანეთის უზარმაზარი ტერიტორიის დაცვა 40-წლიანი კონფლიქტის შემდეგ და მოკლე დროში. მაშ, რატომ არ შეუძლიათ მათ იმავეს გაკეთება? ჩვენ „ნულოვანი დაძაბულობის“ მომხრე ვართ. თუ მათ დიალოგში ჩართვა არ სურთ, მაშინ ავღანეთს სიტუაციის მოსაგვარებლად სხვა გზები აქვს“, - განაცხადა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამირ ხან მუთაქიმ.