ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა - THE TIMES OF ISRAEL

კატარი აცხადებს, რომ დოჰასთან ახლოს მყოფ ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა. ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL გვიზიარებს.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, თავდასხმის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და ბაზა, სადაც ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ვადაზე ადრე იქნა ევაკუირებული. „რაკეტები კატარის საჰაერო თავდაცვამ ჩაჭრა“, - განაცხადა მაჯედ ალ-ანსარმა.
საგარეო საქმეთა პრესსპიკერი გმობს კატარზე თავდასხმას და დოპლომატიურ კორპუსს რეგიონში ესკალაციის გაგრძელების შესახებ აფრთხილებს.
„დაასრულეთ მიმდინარე კონფლიქტი“, - აღნიშნავს ინგლისურ ენაზე მომზადებულ განცხადებაში, ალ-ანსარი.
როგორც მედია იუწყება, პრესსპიკერის განცხადება ირანის მიერ კატარზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთში გამოქვეყნდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის წინასწარ იყო მომზადებული.