Loading data...
აიათოლა ალი ხამენეი: ჩვენ ნებისმიერ აგრესიას ვუპასუხებთ!

აიათოლა ალი ხამენეი ირანის მხრიდან კატარზე თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თეირანი ნებისმიერ აგრესიას უპასუხებს. ამის შესახებ THE TIMES OF ISRAEL წერს. 

„ირანი არ იყო ის ქვეყანა, რომელმაც კონფლიქტი დაიწყო და არცერთ შემთხვევაში, არ შევეგუებით რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენს მიზანში ამოღებას“, - აღნიშნა ხამენეიმ.

ეს ირანის სულიერი ლიდერის პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც ამერიკამ ქვეყნის ბირთვული ობიექტები დაბომბა. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, ხამენეი კონტაქტზე არ გამოდიოდა

„ჩვენ არ დავნებდებით არცერთი მხარის მიერ გამოხატულ აგრესიას. ეს არის ირანელი ერის ურყევი ლოგიკა“, - ნათქვამია 86 წლის სულიერი ლიდერის X ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში.