Loading data...
ზურიკო დავითაშვილით „ნანტი“ დაინტერესდა

ზურიკო დავითაშვილით „ნანტიც“ დაინტერესდა, მაგრამ პრობლემა ქართველის კლუბის, „სენტ-ეტიენის“ წამოყენებული ფინანსური მოთხოვნაა – ინფორმაციას footboom1 ავრცელებს.

„ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენის“ დინამიური ვინგერი, კლუბის წარუმატებლობის შემდეგ ლიგა 2-ში თამაშს არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდში ახალი სეზონის წინ შეკრებაზე გამოცხადდა, მისი წასვლის შესახებ ხმები უკვე ვრცელდება.

თუმცა „სენტ-ეტიენი“ 15 მილიონ ევროს ითხოვს.

ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე კლუბის ყურადღებას იპყრობს, მათ შორის არიან „სტრასბური“, „რენი“ და ახლა უკვე „ნანტიც“. ამასთან მისდამი ინტერესს თურქეთის კლუბებიც თუმცა – „სენტ ეტიენში“ ოფიციალური შეთავაზება არ დაფიქსირებულა.

დავითაშვილს ლიგა 1 იზიდავს, რაც გასაკვირი არ არის – ქართველი თავდამსხმელი კვლავ მაღალ დონეზე ასპარეზობას ცდილობს. თუმცა, „ნანტის“ ინტერესი სატრანსფერო ფასზეა დამოკიდებულია“, – წერს footboom1.

ზურიკო დავითაშვილმა, „სენტ ეტიენის” გავარდნის მიუხედავად, კარგი სეზონი ჩაატარა და ანგარიშზე 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.