1757171391
სპორტი
ზურიკო დავითაშვილი: სრულად მზად ვართ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ბულგარეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ასეთ მოკლე პერიოდში ძალების აღდგენა ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს მოვახერხეთ და სრულად მზად ვართ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. თურქეთთან სწრაფმა გოლმა ყველაფერი შეცვალა, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბულგარეთთან იგივე არ დაგვემართოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე გაიმართება.