1778269629
სპორტი
ზურიკო ბრუნდება! „სენტ-ეტიენს“ გადამწყვეტ ტურში დავითაშვილიც დაეხმარება
„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი გამოჯანმრთელდა და ლიგა 2-ის ბოლო ტურში „ამიენთან“ გუნდს დაეხმარება.
ქართველი შემტევი, რომელსაც ბოლო მატჩის ტრავმის გამო გაუცდა, განაცხადშია. ჯერ უცნობია, მზად არის თუ არა 90 წუთის სათამაშოდ.
შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 13 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზეა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.
„სენტ ეტიენი“ 57 ქულით მესამე ადგილზეა და ბოლო ტურში „ამიენს“ 9 მაისს შეხვდება, მეორეადგილოსან „ლე მანს“ ორი ქულით ჩამორჩება. დიდი შანსია, რომ „მწვანეებს“ ლიგა 1-ში გადასასვლელად ბრძოლა პლეი-ოფში მოუწიოთ.
👥 Les 18 Verts convoqués pour #ASSEASC ! 👊💚 pic.twitter.com/cslK6TpOZD
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) May 8, 2026