Loading data...
ზეედორფი: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და კიდევ მოუმატებს

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

„კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ის უფრო და უფრო ვითარდება. მან ყველა სიტუაციაში და ყველა პოზიციაზე იცის, რა დროს რა უნდა გააკეთოს. გარკვეულ მომენტებში ხვიჩა თამაშს საკუთარ თავზე იღებს, ამიტომ ძალიან მომწონს მისი ინტელექტი. ის თითქოს დამატებითი მოთამაშეა ნახევარდაცვაში და ამავე დროს, შეტევაში გადამწყვეტ სხვაობას ქმნის. მისი თამაში უბრალოდ დაუჯერებელია“, - განაცხადა ზეედორფმა.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა, ხოლო მასპინძელთა მხრიდან ორი გოლის გატანა სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა. ქართველს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 10 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.