Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6925 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1499 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1481 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0597 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 30 აპრილს შევა ძალაში.