Loading data...
„ყველაზე მეტი გაშვებული შანსი“ - ხვიჩა კვარაცხელია ანტირეიტინგის სათავეში

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მიმდინარე სეზონში კარში ყველაზე მეტი დარტყმით გამოირჩეოდა, თუმცა, მანვე ვერ შეძლო ყველაზე მეტი საგოლე მომენტის გამოყენება. ამის შესახებ წერს სპორტული პორტალი Stats24, რომელიც ანტირეიტინგის სათავეში სწორედ 22 წლის ქართველს ასახელებს.

„ამ სეზონში, „ნაპოლს“ ფორმაში შესვლა უჭირს - ეს, როგორც ლიგის სატურნირო ცხრილში, ისე, გუნდის სტატისტიკაში გამოიხატება. როგორც თავდასხმაში, ისე თავდაცვაში, ისინი სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან გასულ სეზონებთან შედარებით და მხოლოდ 32 გოლი აქვთ გატანილი, 26 კი გაშვებული. რამდენიმე საკვანძო მოთამაშემ ვერ შეძლო იმავე დონისთვის მიეღწია, რაც გასულ სეზონში და ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველი ამ სეზონში საკმაოდ კარგად ასპარეზობს, თუმცა, გასულ წელს მისი გამორჩეული სადებიუტო სეზონის გათვალისწინებით, მისგან იმავე დონეზე თამაშის მოლოდინი თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა. 

გასულ სეზონში, კვარაცხელიამ 12 გოლითა და 10 ასისტით დაასრულა ასპარეზობა. ამ დროისთვის, მა 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ეკუთვნის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის ნაპოლის ყველაზე ძლიერი შემტევი იარაღია ამ სეზონში, რითაც აშკარად გვიჩვენებს თავისს კლასს. კვარაცხელიას, სერია A-ს მიმდინარე სეზონში კარში დარტყმის ყველაზე მეტი მცდელობა ჰქონდა, თუმცა, ის ასევე ლიდერობს ყველაზე მეტი გაშვებული შანსის კატეგორიაში, რაც წინა სეზონთან შედარებით, სიზუსტის ნაკლებობაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიამ გასული სეზონის საუკეთესო ფორმას ვერ მიაღწია, ის სერია A-ს ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად და ამ სეზონში, „ნაპოლის“ მთავარ შემტევ ძალად რჩება“, - წერს Stats24.

სერია A-ს 2023-2024 წლის სეზონზე ყველაზე მეტი გაშვებული მომენტის მქონე ფეხბურთელთა რეიტინგი ასეთია:

ხვიჩა კვარაცხელია - 10 (ნაპოლი)

დუშან ვლახოვიჩი - 9 (იუვენტუსი)

მარკუს ტურამი - 8 (ინტერი მილანი)

ნიკოლა კრსტოვიჩი - 8 (ლეჩე)

ლაუტარო მარტინესი - 7 (ინტერი მილანი)

ამავე გამოცემის მიხედვით, ფეხბურთელები, რომლებმაც სერია A-ს 2023/24 სეზონში კარში ყველაზე მეტჯერ დაარტყეს: 

ხვიჩა კვარაცხელია - 74 (ნაპოლი)

დუშან ვლახოვიჩი - 70 (იუვენტუსი)

მარკუს ტურამი - 56 (ინტერი მილანი)

ნიკოლა კრსტოვიჩი - 54 (ლეჩე)