Loading data...
მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს.

მათესა და მარკოზის სახარებების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. ნათლისმცემელი უდაბნოში ცხოვრობდა, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მონანიებისაკენ მოუწოდებდა. სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში.

ძველი ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდე I-ის თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის, ჰეროდიადას და მისის ქალიშვილის, სალომეას საამებლად, იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა, რადგან ნათლისმცემელმა ამხილა იგი: „არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი“.

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ.

საპატრიარქოს ცნობით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე წირვას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.