„ვუთხარი, 2 პენალტი უნდა მოიგერიო მეთქი“ - ირაოლამ მამარდაშვილის თამაში შეაფასა
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
ანდონი ირაოლამ ქართველი მეკარე შეაქო.
„ყველაფერი კარგად გამოვიდა, ზოგიერთ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივეცით, ყველას არა, მაგრამ ეს მაინც საკმარისი იყო მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ვფიქრობ, მამარდაშვილმა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა. პენალტების სერიამდე ვუთხარი, რომ ორი უნდა მოეგერიებინა, რათა ვიღაცისთვის გაცუდების უფლება მიგვეცა.
ერთი მოიგერია, მაგრამ ვფიქრობ, პენალტების უმეტესობაში დარტყმების მიმართულება გამოიცნო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვერ მოიგერია. საბოლოო ჯამში, პენალტების სერიასთან დაკავშირებით, კმაყოფილი ვარ გიორგით, რომელმაც ყველა პენალტის ანალიზის დიდი სამუშაო გასწია. ვფიქრობ, ის უფრო მეტის მოგერიებასთან ახლოს იყო“, - განაცხადა „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა.