1793279133
ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5959 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5957 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8934 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8875 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0521 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 30 ოქტომბერს შევა ძალაში.