Loading data...
„ვფიქრობ, მზად არის“ - ლუის ენრიკე კითხვაზე - ითამაშებს თუ არა ხვალ კვარაცხელია

პარი სენ ჟერმენის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს რეიმსთან გასამართი მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს.

როგორც მან აღნიშნა, 23 წლის ქართველი კარგ ფორმაშია და ფიზიკურად მზად არის, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, ვიხილავთ თუ არა ხვალ მას ძირითად შემადგენლობაში. 

„როგორც ყოველთვის, ახალი მოთამაშე იმიტომ მოგვყავს, რომ გვჯერა, მას ჩვენი გუნდის გაუმჯობესება შეუძლია. როდის ითამაშებს ის? ვნახოთ - ეს დამოკიდებულია ვარჯიშზე. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს (როდის გამოვა მოედანზე). მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის ჩვენთან ერთად არის და ხვდება, რას ვითხოვთ გუნდში მოთამაშეებისგან. ჩვენ გაანალიზებული გვაქვს მისი თვისებები, რომლებიც ჩვენს თამაშს შეესაბამება. 

ამის შემდეგ, ვნახავთ, როგორ იმოქმედებს იმოქმედებს ის სხვა მოთამაშეებთან, რომ ძალისხმევა გავაერთიანოთ. ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ ვთვლი, რომ ის გუნდს რაღაც ახალს მოუტანს. ფიზიკურად ის ძალიან კარგია. ეს ვარჯიშებზე დავინახეთ. ადაპტაციის პროცესს კარგად გადის და ვფიქრობ, რომ მზად არის. შეტევაში ექვსი თუ შვილი მოთამაშე გვყავს და ვფიქრობ, შემიძლია მათგან ბევრი კომბინაცია მივიღო“, - ამბობს ლუის ენრიკე. 

შეგახსენებთ, ლიგა 1-ის მე-19 ტურში პსჟ „პარკ დე პრენსზე“ მორიგ დაპირისპირებას 25 იანვარს, საქართველოს დროით 23:55 საათზე გამართავს.