Loading data...
ვალენსიაში სტიქიას 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი ემსხვერპლა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში წყალდიდობას 28 წლის ფეხბურთელი, ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა

როგორც ირკვევა, კარიერის დასაწყისში ის საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ აკადემიაში თამაშობდა.

„საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ გლოვობს წყალდიდობის შედეგად ხოსე კასტილეხოს დაღუპვას. ხოსე კასტილეხო კლუბის ახალგაზრდულის სისტემაში იყო ჩართული U18-ის დონეზე და თამაშობდა რეგიონის სხვა კლუბებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო ცნობებით, ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა.