Loading data...
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ სანჩესმა თავის მრჩეველებთან ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

„ესპანელებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ“, - განაცხადა სანჩესმა.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა მთავრობის ინიციატივა დაბლოკა, რომელიც საბინაო კრიზისის მოგვარებას ემსახურებოდა.

პედრო სანჩესი ამბობს, რომ ახლა ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა, რომ ქვეყანაში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვონ, ან განაგრძონ სვლა „ღია, სოციალური სამართლიანობის და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გზით“.