Loading data...
უეფამ კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტასთან“ გამარჯვებისა (4:0) და გოლის შემდეგ უეფასგან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.

ქართველი უეფას ტექნიკურმა ჯგუფმა გამოარჩია და მის შესახებ უეფას საიტზე წერია:

„მან შესანიშნავი თამაში ჩაატარა, ბრწყინვალე იყო ერთი ერთზე დუელებში და შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი გაიტანა. უამრავი შანსი შექმნა და თავისი დრიბლინგის უნარით მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა“, - აღნიშნულია უეფას ტექნიკური დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ.