UEFA: მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტი ძალაში რჩება, ინფანტინომ ჩვენი ნდობა დაკარგა
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა, (UEFA) დაადასტურა, რომ კაცებს და ქალებს შორის მსოფლიო საფეხბურთო პირველობის ბოიკოტი ძალაში რჩება. ეს გადაწყვეტილება UEFA-მ იმის მიუხედავად არ შეცვალა, რომ მსოფლიო საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA), საერთაშორისო ტურნირების ნაწილის პრივატიზაციაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
UEFA-ში განაცხადეს, რომ ტურნირების უფლებების გაყიდვაზე უარი არის ბოიკოტის მოხსნის მხოლოდ ერთ-ერთი პირობა.
„ჩვენთვის უნდა მოეცათ გარანტიები, რომ თამაშის არსის დამახინჯების ასეთ მცდელობებს მომავალში ადგილი აღარ ექნება. ეს პირობა შესრულებული არ არის, ასევე ჩვენს განცხადებაში ძალზე გასაგებად იყო ნათქვამი, რომ UEFA-მ FIFA-ს პრეზიდენტისადმი ნდომა დაკარგა. ჩვენი ეს პოზიცია უცვლელია“, - განაცხადეს UEFA -ში.
ცნობისთვის, FIFA-მ 5 აგვისტოს ფეხბურთის რეგიონულ ორგანიზაციებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ბოდიში მოუხადა დაშვებული შეცდომებისთვის და ვალდებულება აიღო, რომ ასეთი რამე მომავალში აღარ მოხდება. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ FIFA და მისი პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო, კერძო ინვესტორებისთვის მსოფლიო საფეხბურთო პირველობების უფლებების ნაწილის გაყიდვას აპირებდნენ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ UEFA-ს 55-მა წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს და სხვა ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებს.