Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6181 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6191 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0205 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0214 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0548 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 13 აგვისტოს შევა ძალაში.