Loading data...
თორნიკე შენგელია: მადლობა გულშემატკივარს, ახალწვეულებით ძალიან ამაყი ვარ, ვეტერანებივით ითამაშეს

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ დანიის ნაკრებთან გამარჯვების (89:60) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან ისაუბრა, როგორც თამაშზე, ასევე, მარკის რიდზე, რომელიც საქართველოს ნაკრების ახალწვეულია.

„პირველ რიგში მადლობა გულშემატკივარს, რადგან სახლში თამაში ჩვენთვის ძალზე განსაკუთრებულია. დადებითად შევაფასებ ამ ფანჯარას, ორივე თამაშს. ვეცადეთ, დანიაში დაშვებული შეცდომები გამოგვესწორებინა, რაც ვფიქრობ, მოვახერხეთ.

ახალწვეულებით ძალიან ამაყი ვარ, ისე ითამაშეს, თითქოს ნაკრების ვეტერანები იყვნენ. ეს მათი პროფესიონალიზმითაა გამოწვეული.

მინდა, მივულოცო მათ ასეთი დებიუტი და იმედი მაქვს, ასე გააგრძელებენ. როგორც ვთქვი, ყოველთვის ველოდები საქართველოში თამაშს, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში არის ერთ-ერთი ის მომენტი, რასაც მთელი წლის განმავლობაში ველოდები და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამისთვის.

ჩემი აზრით, მარკის რიდს ყველაფერი აქვს. ამ ორ თამაშში ეს აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად სამჯერ ივარჯიშა. ყველაფერი შეუძლია, ჩაგდებაც, პასის გაკეთებაც, დაცვასაც კარგად თამაშობს და იმედი მაქვს, მომავალშიც ძალიან მოგვეხმარება“, - განაცხადა შენგელიამ.