Loading data...
თორნიკე შენგელია: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, რომლის პოზიტიურ ტალღაზე დასრულება საჭირო იყო, ოფიციალურ თამაშებს პოზიტიური განწყობით ვხვდებით

ისრაელთან მოგებული (101:90) მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, რომლის პოზიტიურ ტალღაზე დასრულება საჭირო იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება.

გეგმის ნაწილი იყო, რომ ყველა მოთამაშეს მისცემოდა თამაშის შანსი, რათა საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინათ და მიხარია, რომ ბიჭებმა ამ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. ხარვეზები გვქონდა, მაგრამ ეს გამოსწორებადია. მთავარია, რომ ოფიციალურ თამაშებს პოზიტიური განწყობით ვხვდებით“, - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.