1777648177
სპორტი
ტანმოვარჯიშე ნიტა ჯამაგიძემ ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
ტანმოვარჯიშე ნიტა ჯამაგიძემ ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ბაქოში ტანვარჯიშის ევროპის თასი მიმდინარეობს. ნიტა ჯამაგიძემ გურზებით ვარჯიშში 26,200 ქულა დააგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა.
დღეს ქართველი იუნიორების გუნდი - ნიტა ჯამაგიძის, ელენე ბაქრაძისა და მილა შავლაძის შემადგენლობით, Cross Battle-ში იასპარეზებს.