Loading data...
„სუმოს ევროპის თასზე“ საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულა

„სუმოს ევროპის თასზე“ საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულა პოლონეთმა „სუმოს ევროპის თასს“ უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

ტურნირზე საქართველოს ნაკრები ექვსი სუმოისტით იყო წარმოდგენილი, რომელთაც შვიდი მედალი მოიპოვეს: ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოსი.

„სუმოს ევროპის თასის“ ვერცხლის მედალი ზურა წიქოძემ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა, +115 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა ლუკა ბერიძე (-77კგ). ლაშა ჯელაძე კი +115 კილოგრამ და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.

ასევე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ დავით აქუბარდია (-92 კგ) და საბა გამთენაძე (- 115 კგ).