1772825910
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პარაძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს - ტურნირში 27 ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს
საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისი პარაძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატს მასპინძლობს.
ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
ევროპის ღია ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.
ტურნირში 27 ქვეყნის 300-მდე დელეგატი, მათ შორის 193 პარაათლეტი - 126 კაცი, 67 ქალი სპორტსმენი - მონაწილეობს. ჩემპიონატში საქართველოს ღირსებას 29 პარაძალოსანი დაიცავს.
ტურნირი სასტუმრო „ჰუალინგში“ მიმდინარეობს და დასწრება თავისუფალია.