Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7362 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7419 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1677 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1833 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0621 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 7 მარტს შევა ძალაში.