Loading data...
სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სპორტული მედიცინის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია - „სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის” გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ღონისძიების ფარგლებში კონფერენციის მხარდამჭერებმა და ოფიციალურმა პარტნიორებმა სპეციალიზებული გამოფენა გამართეს, რომელზეც მონაწილეები გაეცნენ სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროდუქტებს.

კონფერენცია აჭარის რეგიონში სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციისა და სპორტის მეცნიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროფესიულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე სამედიცინო ცოდნის, კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას. ღონისძიება აერთიანებს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს, მეცნიერებსა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს, რაც ქმნის შესაძლებლობას საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებისათვის.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სპორტსმენის ჯანმრთელობის დაცვის, ტრავმების პრევენციის, რეაბილიტაციისა და სპორტული აქტივობის გაუმჯობესების მიმართულებით თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.

კონფერენცია უკვე მესამედ ტარდება და მას ბათუმი 27-28 მაისს მასპინძლობს.