1779973489
ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6708 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6716 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1003 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1095 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0582 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 მაისს შევა ძალაში.