სპორტის მინისტრი ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა.
ქალაქ ყვარელში ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გადიან.
მინისტრმა მათ წარმატებული ასპარეზობა უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
2026 წლის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს 4-11 ოქტომბერს ბაქო უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია:
კაცები: -60 კგ - გიორგი სარდალაშვილი;-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი;-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი;-81 კგ - ტატო გრიგალაშვილი;-90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე;-100 კგ - ილია სულამანიძე;+ 100 კგ - გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.
ქალები: -57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე;-70 კგ - ნინო გულბანი;+ 78 კგ - სოფიო სომხიშვილი.
შეხვედრას საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და სამწვრთნელო შტაბის წევრები ესწრებოდნენ.