1790404430
უცხოეთი
WSJ: დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტა უარყო და თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის დაბომბვის განახლებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ირანის წინადადება ცეცხლის შვიდი დღით შეწყვეტის შესახებ და თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის დაბომბვის განახლებას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების განახლებისგან თავს იკავებს, ხოლო დაგეგმილი დარტყმების მასშტაბი ჯერჯერობით ბუნდოვანია. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია შესაძლოა, შეიცვალოს და მასზე გავლენა შუალედური არჩევნების შედეგებმაც იქონიოს.
ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს შუამავლების მეშვეობით შესთავაზა გეგმა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შვიდ დღეში აღდგენას ითვალისწინებდა.