Loading data...
შესანიშნავი მოთამაშე გახდა თავისი სისწრაფით, ხედვით, ბურთის კონტროლით, ნამდვილად მომწიფებულია - ლიონის აკადემიის ყოფილი დირექტორი მიქაუტაძეზე

„ლიონის“ აკადემიის ყოფილმა დირექტორმა ჟან-ფრანსუა ვულიემ ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც 15 წლის ასაკში გუნდის დატოვება გიორგი მიქაუტაძეს მოუწია.

9 წლის შემდეგ „ლომებმა“ ქართველი ფეხბურთელი დაიბრუნეს, ოღონდ ამისთვის 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ.

როგორც ვულიემ აღნიშნა, გიორგის „ლიონიდან“ წასვლა აკადემიაში არსებული კონკურენციის გამო მოუწია.

„ჟორჟი იყო კაკერეს, გუირის, პიერის, კალულუს, ბალულის და ბარდის თაობის ნაწილი. მისთვის ადვილი არ იყო, პატარა გახლდათ და სათამაშო დრო არ ჰქონდა. კარგი თვისებები ჰქონდა, მაგრამ იმ ასაკში რთულია, კონკურენციაა. მაგალითად, იმ დროს ვილიამ გუბელსის დუბლიორი იყო, ამიტომაც წავიდა. „ლიონს“ შეცდომა არ დაუშვია, უბრალოდ სხვები მასზე სწრაფად ვითარდებოდნენ. მან ყველაფერს გაუძლო და „მეცში“ გადალახა ეს ყველაფერი. ის შესანიშნავი მოთამაშე გახდა თავისი სისწრაფით, ხედვით, ბურთის კონტროლით, ნამდვილად მომწიფებულია“, - განაცხადა ვულიემ.