Loading data...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 4,1 შეადგინა. ეპიცენტრი თბილისიდან 49 კმ-ში, დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა. 

მიწისძვრა თბილისის დროით 02.30 სთ-ზე მოხდა.