Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ჯდება ოპოზიციის დღის წესრიგში და აქვს განსხვავებული აზრი, ვერ იტანენ, ფაშისტური მიდგომაა

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ჯდება მათ დღის წესრიგში [ოპოზიციის წარმომადგენლები] და აქვს განსხვავებული აზრი, ვერ იტანენ, ეს არის ფაშისტური მიდგომა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, ზიზღისა და ბულინგის ენა ოპოზიციური ჯგუფებისა და რადიკალური „ენჯეოების“ აქტივისტებისგან მოდის. 

„რაც შეეხება ბულინგისა და სიძულვილის ენას, ეს არის ფსევდოლიბერალების ხელწერა. ეს ბულინგისა და ზიზღის ენა მომდინარეობს მათგან, ანუ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფებისა და რადიკალური „ენჯეოების“ აქტივისტებისგან. არა მხოლოდ დეპუტატებსა და პოლიტიკოსებზე, არამედ, შევხედოთ, სპორტსმენებზე როგორი ბულინგი მიმდინარეობს.

ანუ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ჯდება მათ დღის წესრიგში [ოპოზიციის წარმომადგენლები] და აქვს განსხვავებული აზრი, ისინი ამას ვერ იტანენ. ეს არის ფაშისტური მიდგომა. ბატონმა გივი მიქანაძემ ძალიან დეტალურად ჩაშალა ეს პრეზენტაციაში თავისი მაგალითებით, თარიღებით და არგუმენტებით და ისე კი არა, ოპოზიცია ჰაერზე რომ საუბრობს“, - აცხადებს მაჭავარიანი.