„შესაძლოა, რომ ეს ჩემთვის კარიერის ბოლო სეზონი იყოს“ - გურამ კაშია
დღეს, კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურში „ბრატისლავის სლოვანი“ სტუმრად „ალკმაარს“ დაუპირისპირდება. მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშია ადგილობრივ მედიას Ziggo Sport-ს ესაუბრა, სადაც კომენტარი მის სამომავლო გეგმებზეც გააკეთა.
კაშიას თქმით, შესაძლოა, ეს მისი კარიერის ბოლო სეზონი იყოს.
„ზურგი ძალიან მტკივა, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ. ვიცი, რომ ჩემს სხეულს ასაკი ემატება, მაგრამ ვფიქრობ ცოტა ენერგია კიდევ მაქვს დარჩენილი და იმედი მაქვს „სლოვანთან“ ერთად მეხუთე ჩემპიონობას ვიზეიმებ და შემდეგ კარიერას დავასრულებ. შესაძლოა, რომ ეს ჩემთვის კარიერის ბოლო სეზონი იყოს.
ფეხბურთში ერთი სეზონით მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ „ვიტესს“ დავჭირდები და დამირეკავენ, სხვა შემთხვევაში კარიერის დასრულება გადაწყვეტილი მაქვს. „ვიტესი“ ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს ფეხბურთელის რანგში კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა აქ თამაშის, თუმცა თუ ეს არ მოხდება, მზად ვარ ამ კლუბის სტადიონის ბალახის მომვლელადაც ვიმუშაო“, - განაცხადა კაშიამ.