Loading data...
„შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია“ - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ, გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა - გულშემატკივრების საზეიმო დახვედრა

როგორც ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია აცხადებს, მისი შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა.

„ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო და აქაც ველოდით, რომ დაგვხვდებოდნენ. ალბათ, ჯერ კიდევ წინ არის ზეიმი. 

შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. ვეცდებით, რომ ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს“, - განუცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ tv პირველს. 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვებით შეძლეს ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლა.

ცნობისთვის, ეს საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო.