1794227392
სპორტი
სეზონის დასასრული, კარგი სტატისტიკით - ყაზაიშვილი წლის სიმბოლურში მოხვდა
შანდონგ ტაიშანის ქართველი თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყაზაიშვილის გუნდმა ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა, ვაკომ მორიგი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.
მის ანგარიშზე 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. განსაკუთრებით წარმატებული კი ყაზაიშვილის ბოლო 5 მატჩი იყო, სადაც მან 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
