Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5943 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9111 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9041 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0516 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 ნოემბერს შევა ძალაში.