Loading data...
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა.

მატჩი საქართველოს მასპინძლობით ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა. 

„ჯვაროსნებში“ ყველაზე მეტი, 22 ქულა მარკის რიდმა ჩააგდო, 17 ქულა ჰქონდა ალექსანდრე მერკვილაძეს, 14 – თორნიკე შენგელიას, 12 – დუდა სანაძეს, 15 – რატი ანდრონიკაშვილს.