Loading data...
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს გოლი გაუტანა

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს გოლი გაუტანა. გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა. ანგარიში 1:0 გაიხსნა. შეხვედრა გერმანიაში, ქალაქ კიოლნში მიმდინარეობს.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.