Loading data...
გურამ კაშია: ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული, ეს უნდა იყოს დასაწყისი, ამიტომ გაუმარჯოს საქართველოს

„ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული, ეს უნდა იყოს დასაწყისი. ამიტომ გაუმარჯოს საქართველოს და ძალიან დიდი მადლობა“, - ამ სიტყვებით მიმართა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს.

მისი თქმით, სწორედ ქომაგებმა მისცეს ნაკრებს თავდაჯერება.

„ჩვენთვის იყო ძალიან განსაკუთრებული რამდენიმე თვე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გახარებულ ერს ვხედავ. მიხარია, რომ ასეთი ემოციები მოვიტანეთ თქვენთან და თქვენი დამსახურებაა, თქვენ მოგვეცით თავდაჯერება. იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენ გვანახეთ, ძალიან დიდი მადლობა. ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული. ეს უნდა იყოს დასაწყისი. ამიტომ გაუმარჯოს საქართველოს და ძალიან დიდი მადლობა!“ - აცხადებს კაშია.