Loading data...
საქართველოს ნაკრების თერთმეტეული კაბო-ვერდეს წინააღმდეგ ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის მეორე მატჩს გამართავს კაბო-ვერდეს ნაკრებთან.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:

საქართველო: გუგეშაშვილი, გოჩოლეიშვილი, გველესიანი, დვალი (კაპ), ლოჩოშვილი, მექვაბიშვილი, ნ. გაგნიძე, მამუჩაშვილი, ლობჟანიძე, ქვილითაია, გულიაშვილი.

სათადარიგოები: კერსელიძე, გიორბელიძე, ხარებაშვილი, გელაშვილი, კვეკვესკირი, ალთუნაშვილი, ნონიკაშვილი, შენგელია, ბერიძე, ვოლკოვი, გაგუა.