დონალდ ტრამპი: ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება

„ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით წერს.
„ორდღიანი ძალადობის, შეტაკებებისა და არეულობის შემდეგ, ლოს-ანჯელესში ეროვნულმა გვარდიამ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი (ნიუსომი) და მერი (ბასი), რომლებიც, როგორც ყოველთვის სამუშაოს შესრულებას ვერ ახერხებენ. წამქეზებლებისა და ხშირად, პრობლემების შემქმნელების მიერ დაფინანსებული, ორგანიზებული რადიკალი მემარცხენეების პროტესტი არ იქნება შეწყნარებული.
ასევე, ამიერიდან, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ??? კიდევ ერთხელ, მადლობა ეროვნულ გვარდიას კარგად შესრულებული სამუშაოსთვის!“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.