Loading data...
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული გუნდი მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს.

ეროვნული გუნდი ნოემბრის ფანჯარაში ორ მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს. 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ, მოახლოებული დაპირისპირებებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. განაცხადში 3 დებიუტანტია: ნოდარ ყალიჩავა („დინამო ბათუმი“), გიორგი მაისურაძე („პოლისია“) და გიორგი მოისწრაფეშვილი („სპარტაკ ტრნავა“).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე“, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა („დინამო ბათუმი“, საქართველო)

დაცვა: საბა გოგლიჩიძე („მონცა“, იტალია), საბა საზონოვი („ხეტაფე“, ესპანეთი), ივა გელაშვილი („კლუჟი“, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი“, გერმანია), ლაშა დვალი („ცსკა 1948“, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე („კაისერისპორი“, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე („პოლისია“, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ“, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია“, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო“, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო ბათუმი“, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი („სპარტაკ ტრნავა“, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე“, იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო“, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი („რასინგი“, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა“, სლოვაკეთი).