1757009256
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა.
საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
ჩვენი ნაკრების მხრიდან გატანილი გოლების ავტორები ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია არიან.
7 სექტემბერს ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. მომდევნო მატჩიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.