სანდრო მამუკელაშვილი: ჩემს თავს სრული სიგიჟე ხდება, 34 ქულა NBA-ში - ეს სიგიჟეა!

სანდრო მამუკელაშვილის გიჟური ღამე NBA-ში შედგა. ქართველმა კალათბურთელმა "ნიუ იორკ ნიქსთან" მოგებული (120:105) მატჩის შემდეგ ემოციები ჟურნალისტებს გაუზიარა.
„სპურსის“ ცენტრმა აღნიშნა, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყოველი წამი უნდა გამოიყენო. ასეც მოხდა! სანდრომ არაერთი რეკორდი შემოგვთავაზა, როგორც საკუთარი, ასევე მასშტაბური.
„მამაჩემიც აქ იყო, ასევე ჩემი ძმა. მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო შტაბს, რომ მუშაობენ ჩემთან ერთად ყოველდღიურად და მეხმარებიან, რომ უკეთესი გავხდე.
უბრალოდ ვერ ვხსნი ახლა რას ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სიზმარში ვარ. ამ თამაშს ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მათ ვუძღვნი, ვინც მხარს მიჭერს. ვისწავლე, როგორ უნდა მქონდეს თავდაჯერებულობა და როდესაც საკუთარი თავის გჯერა, ყველაფერი გამოდის.
ყოველთვის მზად უნდა იყო, რომ შანსი კარგად გამოიყენო. NBA-ში ისეთი მაღალი დონეა, არც ერთი წუთი არ უნდა გაფლანგო. თამაში ტოპ კალათბურთელებთან გვიწევს და გარანტირებული არაფერია. ფიზიკურად და მენტალურად მყარად უნდა იდგე.
რაც მთავარია, არასოდეს უნდა დანებდე, იმ შემთხვევაშიც კი თუ სათამაშო დრო არ გეძლევა. ჩემი რეკორდი აქამდე 28 ქულა იყო, როდესაც 24 ქულა მქონდა, ვფიქრობდი, რომ შედეგის გაუმჯობესება შემეძლო და არ უნდა შევეცვალეთ. საბედნიეროდ ასეც მოხდა და ახლა ჩემს თავს სრული სიგიჟე ხდება - წარმოიდგინეთ 34 ქულა NBA-ში“, - განაცხადა მამუკელაშვილმა.
სანდრო მამუკელაშვილმა "ნიუ იორკ ნიქსთან" 19 წუთში 34 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, მან თავისივე რეკორდი მოხსნა, რომელიც აქამდე 28 ქულა იყო და ასევე პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც NBA-ში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.