20 მარტი 13:05
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7743 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7850 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0096 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0345 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0730 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 21 მარტს შევა ძალაში.